ეკონომიკა
16/11/2020

რამდენიმე თვიანი კლების შემდეგ, ოქტომბერში საარსებო მინიმუმი ₾187.7-მდე გაიზარდა

საარსებო მინიმუმმა რამდენიმე თვიანი შემცირების შემდგომ კვლავ მატება დაიწყო.

საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 5,2 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187,7 ლარით განისაზღვრა.

წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი 3,7 ლარით არის გაზრდილი.

ოქტომბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 166,3 ლარი შეადგინა. საშუალო ოჯახისამ – 314,9 ლარი.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 166,3 ლარით განისაზღვრა, ექვსსულიანის და მეტის კი 442.3 ლარით.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში საარსებო მინიმუმი 197 ლარი იყო, რეკორდულ ნიშნული კი მარტში დაფიქსირდა, 206.1 ლარით. მას შემდგომ კი ის განუხრელად მცირდებოდა, თუმცა ოქტომბერში უკვე ზრდა აღინიშნება.

Businesspartner