რა უნდა იყოს ახალი პრემიერის მთავარი ამოცანა - ბაირახტარის რჩევა
ეკონომისტი პაატა ბაირახტარი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ეხმიანება და მომავალი პრემიერ-მინისტრის მიერ გასატარებელ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობს.
ბაირახტარი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ იმისთვის, რომ ეკონომიკური კურსი გატარდეს, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ისეთი ეკონომიკა, რომელიც იმუშავებს.
„დღეს ჩვენი ეკონომიკა გაჩერებულია, რომელ კურსზეა საუბარი. პირველ რიგში, ახალი პრემიერისთვის მთავარი ამოცანა იქნება, რომ როგორმე ეკონომიკის მმართველობა იმ სამ ადამიანს ჩამოართვას, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ როგორ მუშაობს ეკონომიკა. ეს იქნება მთავარი გამოწვევა,“ - აცხადებს ბაირახტარი.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ თანამდებობის შესახებ დილით განაცხადა. მან მიზეზად ნიკა მელიას დაპატიმრება და ამ საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.