ეკონომიკა
22/02/2022

რა გავლენას მოახდენს უკრაინის მოვლენები საქართველოსა და რეგიონზე - ვიქტორ ყიფიანის შეფასება

რა გავლენას მოახდენს უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები რეგიონზე და საქართველოზე, ამ თემაზე გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და გავლენა, რა თქმა უნდა, იქნება როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით.

"როდესაც საექსპორტო და სავალუტო შემოსავალზე ვსაუბრობთ, უკრაინის ბაზრის დაკარგვა, ფორსმაჟორული ომით გამოწვეული პირობების გამო, ჩვენი ყვექნისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გეოპოლიტიკურ მხარეს, არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის ფედერაციის საკითხი, ეს არის გაცილებით უფრო დიდი სურათი, თუ როგორ დალაგდება, როგორი იქნება ძალთა ახალი განლაგება დასავლეთისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამიტომ უკრაინასთან მიმართებაში მწვავე კითხვაზე პასუხის გაცემა, ბუნებრივია უშუალოდ ეხება ჩვენს საკითხსაც და იმას თუ როგორ იქნება ხვალინდელი გეოპოლიტიკური თუ გეოეკონომიკური პერსპექტივა."-აღნიშნავს, ვიქტორ ყიფიანი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023