QazTrade: გვჯერა, რომ საქართველო დიდებული შესაძლებლობაა ვივაჭროთ ევროპასთან
საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გავლით, შუა აზიური ტვირთების ტრანსპორტირებაზე მოთხოვნა ახლა განსაკუთრებით იზრდება.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, ყაზახურ კომპანიებს წარმოების გადმოტანისა და ევროკავშირის ბაზარზე მარტივი წვდომის შესაძლებლობას აძლევს.
QazTrade-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, სავაჭრო კავშირების გარდა, ყაზახურ მხარეს საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი იზიდავს. ამასთან, არსებული სიტუაციის ფონზე კარგად დაინახეს თუ როგორ უნდა გამოიყენონ ტრანსკასპიური მარშრუტი გადაზიდვებისთვის.
"ჩვენ აქ ვართ არა მხოლოდ საექსპორტო ბაზრების მოძიებისთვის, არამედ გვინდა გავიგოთ კიდევ რა შესაძლებლობები არსებობს. გასულ დღეებში ფოთსა და ბათუმში ვიმყოფებოდი. გამოვიკვლიე და მჯერა, რომ საქართველოდან დიდებული შესაძლებლობაა ვივაჭროთ ევროპასთან. მხოლოდ ყაზახეთის მთლიანი ვაჭრობა $100 მლრდ-ია, საიდანაც $60 მლრდ-ის წილი ექსპორტს უჭირავს, ხოლო ექსპორტის ნახევარი ევროპაზე მოდის. მიმდინარე სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება ახალი მარშრუტები, რომ პროდუქტი ექსპორტზე გავიტანოთ,"– აღნიშნავს აზამატ ასკარული.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, საქართველოს 30-მდე ყაზახური კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა, რომლის მიზანიც ამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაა.