ეკონომიკა
28/03/2022

პრემიერის შეფასებით ინფლაცია მაღალია, თუმცა "ნაცმოძრაობის" დროს უფრო მაღალი იყო

ირაკლი ღარიბაშვილი იხსენებს, რამდენი პროცენტი იყო ინფლაცია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს.

პრემიერმა თქვა, რომ მაგალითად ეს რიცხვი 2006 წელს 14.5% იყო. 2021 წლის თებერვალში არსებული 13.7%-იანი მაჩვენებელი კი პანდემიისა და ომის დამსახურებაა. 

"დღეს, ამ კრიზისების ფონზე, პოსტ პანდემიურ ფონსა და ომის ფონზე, თებერვალში ინფლაციის დონე 13.7% იყო, რაც მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ამას გააზრებულად ვუდგებით. მაგრამ შედარებისთვის რომ ავიღოთ, წინა მთავრობის დროს წლიური ინფლაცია 2011 წლის მაისში 14.3% იყო. იმავე წლის მარტში 13.9%, აპრილში 13.5%. უფრო ადრეც ინფლაციამ შეადგინა 14.5%. მაგალითად, 2006 წელს. საშუალო წლიური ინფლაცია წინა ხელისუფლების დროს 6.2% იყო. მაშინ, როდესაც ჩვენ დროს 4.2%-ია. ასე რომ, ამას ყველაფერს სჭირდება კარგი გააზრება",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022