ეკონომიკა
31/05/2021

პრემიერი: წელს ეკონომიკური ზრდის იმაზე მაღალი მაჩვენებელი გვექნება, ვიდრე ვვარაუდობდით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი იქნება, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო.

“დღეს გამოქვეყნდა აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალია. კერძოდ, აპრილში დაფიქსირდა 44.8% ეკონომიკური ზრდა, თითქმის 45%-იანი ეკონომიკური ზრდაა, რაც ძალიან უპრეცედენტო და პოზიტიურია.

ასევე მინდა გითხრათ, რომ იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა გამოვიდა 8%-ზე მეტი,  რაც ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა. ეს მაჩვენებელი აღემატება გასული წლის აპრილის მაჩვენებელს, როცა საქართველოს ეკონომიკაში დიდი კლება გვქონდა, რაც გასაგებია. ვთვლით, რომ წეს გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი იქნება, ვიდრე ჩვენს წინა პროგნოზებში გვქონდა ნავარაუდევი. დღეს ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომაზე წარმოგვიდგენს მიმდინარე წლის და საშუალო ვადიანი პერიოდის ეკონომიკური პროგნოზის მაჩვენებლებს. მნიშვნელოვანია, რომ განახლებული მაჩვენებლები გაცილებით უფრო პოზიტიურია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა, ფულადი გზავნილები 144%-ით.

“ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკა არის ასევე ძალიან დამაჯერებელი, ძალიან ოპტიმისტური“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერს ტურიზმის სწრაფად აღდგენის მოლოდინი აქვს.

“ბუნებრივია, ხვალიდან სახმელეთო საზღვრების გახსნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სტაბილურობას ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

“პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კერძო სექტორისთვისაც, ინვესტორების მოსაზიდად ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით 1 თვის წინ განთავსებული ევრობონდები ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით ინვესტორთა ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა და ეს არის ძალიან მოსალოცი ამბავი“,- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023