ეკონომიკა
08/11/2021

პრემიერი: ოპტიმისტური განწყობა გვაქვს, ბიუჯეტში მეტი შემოსავალი გაჩნდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოპტიმისტური განწყობა აქვს. 

"წელს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით. 9 თვის მონაცემებით 11.3%-იანი ეკონომიკური ზრდაა. გარდა ამისა, ჩვენი პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზდა იქნება. 2022 წლისთვის მშპ-ს მოცულობა დაახლოებით 65 მლრდ ლარს შეადგენს. პირველად, რაც ისტორიული მაქსიმუმი იქნება, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5 500 დოლარს შეადგენს, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს ნიშნავს, რომ მეტი სახსრები გაგვიჩნდება ბიუჯეტში, მეტ პროექტებს დავაფინანსებთ და რაც მთავარია ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება მეტი სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ ძალიან ოპტიმისტური განწყობები გვაქვს, მომდევნო წელიც ძალიან პოზიტიური იქნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.