ეკონომიკა
09/06/2021

პრემიერი: ლარის კიდევ უფრო მეტად გამყარებას ველით

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება. მოსალოდნელია ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარება. ეს ყველაფერი კი, მოსახლეობაზე აისახება.

“ბიზნესიდან წამოსული პოზიტიური განწყობები, ოპტიმისტურ საფუძველს გვაძლევს, რომ ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად ხდება. ლარი გამყარებულია და ეს ტენდენცია გრძელდება. ჩვენი ექსპერტები კიდევ უფრო გამყარებას ელოდებიან. აპრილში ეკონომიკა 45%-ით გაიზარდა, რაც უპრეცედენტო და უნიკალური შემთხვევა იყო. ასევე მაისში მაღალი ზრდის შედეგს ველოდებით. შესაბამისად, პესიმისტური სცენარით წლევანდელი ეკონომიკის ზრდა 7%-ზე მეტი იქნება, ოპტიმისტური სცენარით კი, ეს შეიძლება 10%-ზე მეტი იყოს. ეს ნიშნავს უფრო მეტ სამუშაო ადგილს, უფრო გახსნილ ეკონომიკას, მეტ ტურისტს, რაც მთლიანობაში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022