ეკონომიკა
26/07/2021

პრემიერი: განმეორებითი "ლოქდაუნი" დამატებითი ვალის აღებას გამოიწვევს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეპიდსიტუაციის გაუარესების მიუხედავად, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. 

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ე.წ. ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს. 

“ბოლო დროს ბევრია საუბარი და კითხვები დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მინდა განვაცხადო, ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის გზა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეპიდემია ეფექტიანად ვმართოთ. ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც “ლოქდაუნი“, არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც რა თქმა უნდა შემდეგ ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი გახდება“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მან მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. 

“ამიტომ, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც უსაფრთხოა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022