ეკონომიკა
26/06/2020

პრემიერი: გამოწვევის ეკონომიკა უნდა ვაქციოთ შესაძლებლობების ეკონომიკად

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ გლობალური კრიზისი და პანდემია შესაძლებლობად.

„ქვეყანას აქვს სტრუქტურული ეკონომიკური ნაკლოვანებები. პირველ რიგში, ეს ჩვენი მიმდინარე ანგარიშის ბალანსია. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი დივერსიფიცირება. ხშირად გვესმის, რომ ტურიზმი არ უნდა იყოს ძირითადი, ინდუსტრიუალიზაცია არ უნდა იყოს ძირითადი, ტრანსპორტი არ უნდა იყოს ძირითადი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, მაგრამ ამავდროულად ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც გლობალური პანდემიიდან გამომდინარეობს, რეალობა შეცვალა. დღეს გლობალური ეკონომიკა იცვლება ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქართული ეკონომიკა გამოწვევის ეკონომიკიდან გავხადოთ შესაძლებლობების ეკონომიკად“,- აღნიშნა პრემიერმა.

დღეს გიორგი გახარია პარლამენტში პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ წლიურ ანგარიშს წარადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023