ეკონომიკა
15/10/2020
პრემიერი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე აღნიშნავს
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანას ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების დიდი პოტენცილი აქვს.
„რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მცირედი გაუმჯობესება გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. ამასთან, სერიოზული გაუმჯობესება გვაქვს ექსპორტში სექტემბრის მონაცემებით, 8%-ზე მეტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს ყველაფერი იმის საფუძველია, რომ ქვეყანამ პოზიტიური რეიტინგები შეინარჩუნოს.
საერთაშორისო სარეიტინგო რგანიზაციებმა შეგვინარჩუნეს რეიტინგები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დღევანდელ ტურბულენტობაში, რაც რეგიონსა და ევროპაში ხდება“,- განაცხადა პრემიერმა.