ეკონომიკა
31/05/2021

პრემიერი: ბიზნესს პოზიტიური მოლოდინები გაუჩნდა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აპრილის თვეში 44.8%-იანი ეკონომიკური ზრდა უპრეცედენტოა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით ფიქსირდება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზრდის ფონზე ბიზნესში პოზიტიური მოლოდინები შეიქმნა.

“ეკონომიკური ზრდის ასეთი მაჩვენებელი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია. ბიზნესში ძალიან პოზიტიური განწყობებია, მოლოდინებია, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეკონომიკური ზრდაა თითქმის ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ ტურიზმის აღდგენას, განვითარებას. სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილებაც ამ მიზანს ემსახურება. ჩვენი მოლოდინია, რომ ასეთი პოზიტიური დინამიკით გავაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა, 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 8.1%-ია.

უწყების ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022