პრემიერი: 10.3%-იანი ეკონომიკური ზრდა უპრეცედენტოა მთელ რეგიონში
აგვისტოს ეკონომიკურმა ზრდამ 10.3% შეადგინა, რაც პრემიერის შეფასებით, უპრეცედენტოა მთელრეგიონში.
მისი თქმით, იანვარ-აგვისტოს პერიოდში ეკონომიკური ზრდის 12.12%-იანი მაჩვენებელია.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა თანადაფინანსების პროექტების ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი.
"2022 წლიდან მთავრობა უფრო მასშტაბური პროგრამების განხორციელებას იწყებს, ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად 2.5 მლრდ ლარის ინვესტიცია იგეგმება, სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი, 7 მლრდ ლარის ინვესტიცია.
ჩვენი მთავარი მიზანია, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა, ის, რომ ქვეყანა და ჩვენი ხალხი გახდეს თვითუზრუნველყოფილი და თვითუზრუნველყოფის დონე გაიზარდოს ქვეყანაში, რათა არ ვიყოთ მხოლოდ იპორტირებულ საქონელზე დამოკიდებული და საბოლოო ჯამში, ჩვენი ეკონომიკა გავაორმაგოთ მომდევნო წლების განმავლობაში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.