ეკონომიკა
19/07/2021

"პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, შესაძლოა, იმოქმედოს ინვესტიციებსა და ქვეყნის სანდოობაზე"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმღვანელი ქვეყანაში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სამწუხაროს უწოდებს.

ჯეიმს ჯონი აქვე დასძენს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა, შესაძლოა ქვეყანაში ინვესტიციების შემცირების საფუძველი გახდეს.

„ჩვენ ვწუხვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. მათ შორის, ოპერატორის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შესაძლოა იმოქმედოს ინვესტიციებსა და ქვეყნის სანდოობაზე“,- აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.

ამის შესახებ ჯეიმს ჯონმა IMF-ის “მეოთხე მუხლის კონსულტაციების” ფარგლებში ჩატრებული მიმოხილვის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.