ეკონომიკა
09/12/2022
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგდა
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის III კვარტალში 745.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგური პერიოდის მონაცემებზე ორჯერ მეტია.
III კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წელთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა და 226 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.3%-ია.
რაც შეეხება, რეინვესტიციას, 447 მლნ დოლარი შეადგინა და შესაბამისად მისი წილი 60%-ით განისაზღვრა.