ეკონომიკა
18/02/2021
პაატა ბაირახტარი: გახარიას ყოველთვის ბიზნესის მაჯისცემაზე ედო ხელი
„გიორგი გახარია თავის დროზე იყო ძალიან კარგი ბიზნესმენი, შემდეგ ბიზნესომბუდსმენი, მას კარგად ესმოდა ბიზნესის ესა თუ ის ტკივილი, მეორე საკითხია, ეპიდემიოლოგებთან ერთად რამდენად ითვალისწინებდა თუ არ ითვალისწინებდა ბიზნესის თხოვნებს,“ - ასე აფასებს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს.
მისი ინფორმაციით, მას ბიზნესის მაჯისცემაზე ხელი ყოველთვის ედო.
“ასეთ რეალობაში პრემიერის გადადგომა ბიზნესისთვის დამაიმედებელი ნამდვილად ვერ იქნება,“ -აცხადებს ბაირახტარი.
შეგახსენებთ,პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ თანამდებობის შესახებ დღეს განაცხადა. მან მიზეზად ნიკა მელიას დაპატიმრება და გუნდთან ამ საკითხზე შეუთანხმებლობა დაასახელა.