ეკონომიკა
21/04/2022
ონს 24 საათიანი წყალმომარაგება 2023 წლისთვის ექნება
ონს 24 საათიანი წყალმომარაგება 2023 წლისთვის ექნება. როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა „ბიზნესპარტნიორს“ განცხადა,სამუშაოების დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
„ტენდერი უახლოს დღეებში, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გამოცხადდება. თუმცა, ყველა დონეზე შეთანხმებულია,“-აცხადებს ხიდეშელი.
ონის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია.
შეგახსენებთ, მთავრობა გეგმავს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მომდევნო 3 წელიწადში წყალმომარაგების პროექტი დასრულდეს. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი დაფინანსდება, დაახლოებით, 350 მლნ ლარით და მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს 24 საათიანი წყალი ექნება.