ეკონომიკა
25/01/2021

ნინა კობახიძე: სწორი იქნება,ეკონომიკის გახსნა ექიმების კოვიდვაქცინაციის შემდეგ დაიწყოს

„გახსნა ისეთივე არაგონივრული შეიძლება იყოს, როგორც ოქტომბერში რადიკალური ჩაკეტვა“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნინო კობახიძემ განუცხადა.

როგორც კობახიძე ამბობს, რადიკალურად არც გახსნის მომხრეა, არც ჩაკეტვის.შესაბამისად, მთავრობამ ოქროს შუალედი უნდა დაიჭიროს.

„ვაქცინა არ შემოსულა, სხვა წინსვლა, კოვიდთან ბრძოლის მექანიზმების, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს,შესაბამისად, გახსნა ისეთივე არაგონივრული შეიძლება იყოს, როგორც ოქტომბერში რადიკალური ჩაკეტვა. როგორც სამედიცინო სისტემასთან ძალიან ახლოს მდგომ ადამიანს, ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის პანიკა და კრიზისი, რაც ჩვენ ოქტომბერში მივიღეთ მოჭარბებული კოვიდინფიცირებული პაციენტების გამო.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა შუალედური და გაორებულია ჩემი მხარდაჭერა. ერთის მხრივ, გახსნა გამოიწვევს ავტომატურ რეჟიმში პაციენტების მოცულობის ზრდას, იქამდე სანამ ვაქცინა გვექნება, არ გახსნა ზუსტად იგივე კრიზისული შემთხვევის მატარებელია ეკონომიკისთვის, როგორც გახსნა. რადიკალურად არც გახსნის მომხრე ვარ, არც ჩაკეტვის. მომხრე ვარ, უფრო დაკვირვების და ამ დაკვირვების ნიადაგზე პირველ რიგში პრიორიტეტული უნდა გახდეს განათლება და შემდეგ სხვა“,- აღნიშნა ნინო კობახიძემ.

მისი თქმით, სწორი იქნება, გახსნა ექიმების ვაქცინაციის შემდეგ დაიწყოს. „სანამ ვაქცინა არ შემოვა, გამიჭირდება სრულად დავუჭირო მხარი გახსნის მომხრეებს. მთავარია ვაქცინის შემოსვლის პროცესი დაჩქარდეს, იქნება ეს „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ფაიზერი“ თუ სხვა, ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინა. არ მგონია აცრის კომპონენტში წინააღმდეგობა გაუწიოს მოსახლეობამ. მთავარია შემოტანის უზრუნველყოფა მოახერხოს მთავრობამ, დანარჩენი უკვე დროის და მენეჯმენტის ამბავია“,- განაცხადა ნინო კობახიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022