ეკონომიკა
20/07/2021

ნათია თურნავა: ვმსჯელობთ, რა ფორმით შენარჩუნდეს საპარტნიორო ფონდი  

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საპარტნიორო ფონდის რეფორმირებას მეტი დრო და განსხვავებული მიდგომა სჭირდება. 

“საპარტნიორო ფონდი არის ერთ-ერთი საწარმო, თუმცა მას განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრა - ეს არ არის უბრალოდ საწარმო, ეს არის საინვესტიციო ფონდი, მის რეფორმირებას ცოტა უფრო მეტი დრო და განსხვავებული მიდგომა სჭირდება, რადგან კონკრეტული ეკონომიკური პოლიტიკის მიზანს ემსახურება, რაც არის იგივე კაპიტალის დანაკლისის შევსება ბაზარზე და სხვადასვა ბიზნესების დახმარება. ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ვმსჯელობთ რა ფორმით უნდა შენარჩუნდეს საპარტნიორო ფონდი. ეს არ არის მარტო ეკონომიკის სამინისტროს საქმე, ამაზე მთლიანად ეკონომიკური გუნდი ვმსჯელობთ.

ჩემი პირადი აზრია, რომ ვინაიდან პოსტპანდემიურ პერიოდში ზოგადად კერძო ბიზნესს, მცირე საწარმოებს მოაკლდათ არა მხოლოდ სესხი, არამედ კაპიტალის დანაკლისია, ამიტომ აქტუალობას ეს ინსტიტუტი არ კარგავს, მაგრამ რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს მისი კორპორატიზაცია, მენეჯმენტის საუკეთესო სტანდარტების დანერგვა, პროცედურების დანერგვა და დაფინანსების წყაროებზე უფრო მეტი მსჯელობა“,- აღნიშნა ნათია თურნავამ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022