ეკონომიკა
24/11/2021

ნათია თურნავა: სოციალურად დაუცველების დასაქმება სიღარიბის დაძლევას გამოიწვევს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც მეტი პროგრამის განხორციელებას ნიშნავს. 

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველების დასაქმებაზე და აღნიშნა, რომ ეს სიღარიბის დასაძლევად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.  

"ეკონომიკა ვითარდება ძალიან სწრაფად, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, საჯარო პროგრამა უნდა განხორციელდეს. მეტია მოთხოვნა ამ სექტორში დასაქმებულებზე. ერთის მხრივ, გვაქვს მეტი პროგრამა, სადაც ადამიანები უნდა დასაქმდნენ, რაც განსაკუთრებულ უნარებს არ საჭიროებს, მეორეს მხრივ გვყავს არმია... დაახლოებით 200 000 სოციალურად დაუცველია, მაგრამ ახლა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ხდება ხელახალი გადამოწმება, ვინც არის სტატუსით სოციალურად დაუცველი, ამავე დროს შეუძლია და სურვილიც აქვს, ჩაერთოს შრომით საქმიანობაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისი თქმით, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამის დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 

"ეს გამოიწვევს სიღარიბის დაძლევას, შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებას - ღირსეული შრომა სოციალური დახმარების ნაცვლად",- აღნიშნა ნათია თურნავამ.