ეკონომიკა
14/06/2021

ნათია თურნავა: პანდემიით მიყენებულ ზიანს მთლიანად გავანულებთ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, 2021 წლის ექსპორტის მაჩვენებელი 2019 წლის მაისის ნიშნულს დაუბრუნდა. 2019 წელი კი, ექსპორტის თვალსაზრისით, ბოლო ათწლეულში რეკორდული იყო.

მინისტრის თქმით, ექსპორტის ზრდა მაღალი ეკონომიკური ზრდის იმედს იძლევა.

“2021 წლის მაისში, როცა ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, ჩვენი პროდუქციის ექსპორტი 2019 წლის მაისის დონეზეა. ექსპორტის ასეთი მონაცემები იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდა ისეთივე მაღალი იქნება, როგორც აქამდე დაფიქსირდა. სრულიად საფუძვლიანია ჩვენი მოლოდინი, რომ 2021 წელს დავამთავრებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით თუ არა, 6.5%-6.7%-იანი ეკონომიკური ზრდით, რაც მართლაც ძალიან დიდი ნახტომია. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა პანდემიერ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.2%-ით გაიზარდა, $5,019 მლრდ-მდე.

მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი $1.538 მლრდ იყო, წლიური ზრდა 24.4%, იმპორტი $3.481 მლრდ-ია, 15.7%-იანი მატება. 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მაისში $1,943 მლრდ და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7% შეადგინა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022