ნათია თურნავა: ლარის კურსის რყევებს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა დააზღვევს
“ლარის კურსის შემდგომ რყევებს პირველ რიგში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა დააზღვევს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმის აღდგენის მიზნით ძირითადი შეზღუდვები მოიხსნა. ამასთან ქვეყანაში მიმდინარეობს ვაქცინაცია, რამაც კორონავირუსის მესამე ტალღის ბარიერი და მასთან დაკავშირებული გართულებების პრევენცია იქნება.
“ტურიზმს ექნება დამატებითი სავალუტო შემონატანი ქვეყანაში. ჩვენ უკვე მსჯელობთ, მალე რა პირობით შევძლებთ სახმელეთო საზღვრების გახსნას. ესეც კარგი საფინანსო შემომატება იქნება ჩვენს ბაზარზე. ზოგადად, თუნცად ადგილობრივი ენერგეტიკის განვითარება მნიშვნელოვანია, რომ იმპორტი შემცირდეს და ვალუტა არ გაედინებოდეს ქვეყნიდან და რჩებოდეს ქვეყანაში. ეს არის ძირითადი ნაბიჯები. სხვა მექანიზმებია კარგი კოორდინაცია ეროვნულ ბანკთან და ჩვენ ამას ვახორციელებთ“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.