ნათია თურნავა: ლარი არ მერყეობს, კურსი მყარია
ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, მომავალ წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. ნათია თურნავას განცხადებით, მაღალი ფასები არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა განვითარებული ქვეყნების პრობლემაც კია.
ეკონომიკის მინისტრმა გაძვირებულ საწვავზეც ისაუბრა. ფასის მატების მიზეზად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირება დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ტენდენციას ლრის სტაბილურობა აბალანსებს.
"კარგი განვითარება ის არის, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა არ მერყეობს, მისი კურსი არის საკმაოდ მყარი და ეს გარკვეულწილად ანეიტრალებს ამ ტენდენციას.
ზოგადად, ინფლაცია, რა თქმა უნდა, პრობლემაა. მაღალი ინფლაცია პოსტ კოვიდ ვითარებაში ისეთი გამოწვევაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა შეეჯახა. თუმცა, უკვე პირველად გვქონდა გარკვეული კლების ნიშანი და მომავალ წელს ეს პრობლემა დასტაბილურდება. ინფლაცია დაუბრუნდება თავის ნიშნულს",- განაცხადა თურნავამ.