ეკონომიკა
20/02/2021

ნათია თურნავა: ეკონომიკის გახსნა სწრაფად უნდა მოვახერხოთ

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეკონომიკური საქმიანობის სწრაფი გახსნა უნდა მოხდეს, რომელზეც ჯერ ისევ მოქმედებს წერტილოვანი შეზღუდვები.  

„ძალიან სწრაფად უნდა მოვახერხოთ და ის დარჩენილი დარგები, რომელიც ჯერ კიდევ შეზღუდულია, წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, უსაფრთხოდ, მაგრამ ავამუშავოთ, რადგან ეს არის საწინდარი ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების. ამაზე გვექნება მსჯელობა განახლებული კაბინეტის ფარგლებში“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ტურიზმის აღდგენაზეც ისაუბრა.

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ტურიზმი, ყველაზე მეტად დაზარალებული ინდუსტრია, დროულად წამოდგეს ფეხზე. განახლებული მარკეტინგის სტრატეგია გვაქვს, რომელსაც ჯერჯერობით ტურისტულ ბიზნესთან ერთად გავდივართ. ამ პერიოდში განსაუთრებული ზრუნვის საგანი, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, იყო ტურიზმი. უფრო მეტად დივერსიფიცირებული, უფრო მეტად ხარისხზე ორიენტირებული ტურისტული პროდუქტები იქნება შეთავაზებული ვიზიტორებისთვის. ჩვენ ვპოზიციონირებთ, როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა და ამ მიმართულებით ვფიქრობ, სწრაფად მოხდება ამ დარგის აღდგენა“,- განაცხადა ნათია თურნავამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე.

Businesspartner