ეკონომიკა
13/02/2021
ნათია თურნავა: ჩვენი შეზღუდვები რესტორნებსაც იცავს
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შეზღუდვების ერთიანად მოხსნა ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს.
„ძალიან კარგად გვესმის რესტორნების წუხილი, მათ უნდათ მეტი, არა მხოლოდ ღია, არამედ დახურული სივრცეები, შაბათ-კვირის მოხსნა, საათების შეზღუდვის მოხსნაც, გასაგებია ეს ბიზნესის თვალსაზრისით, თუმცა, მათი პირველი მტერია პანდემია. ჩვენი შეზღუდვები რესტორნებსაც იცავს, რადგან მეორე დღეს არ მოგვიწიოს ისევ შეზღუდვების დაწესება. მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ვსაუბრობთ, რა დამატებითი პასუხისმგებლობა შეიძლება აიღონ რესტორნებმა, რომ მიმზიდველები იყვნენ კლიენტებისთვის, როგორც უსაფრთხო მომსახურების ობიექტი“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, რესტორნების წარმომადგენლებთან შეხვედრა შემდეგ კვირასაც იგეგმება.