ეკონომიკა
15/11/2021

ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია ხორბალი ადგილზე გადამუშავდეს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მეტი ადგილობრივი საწარმოო სიმძლავრის გაჩენა, პროდუქტის გაძვირებასთან დაკავშირებულ სირთულეებს დააბალანსებს. 

"ჩვენი პოლიტიკა, ბევრ სხვა სფეროში და მათ შორის მეპურეობის მიმართ, მიმართულია იქითკენ, რომ ადგილზე მოხდეს გადამუშავება, მეტი სიმძლავრე შეიქმნას ამ კუთხით, მეტი დივერსიფიკაცია და კონკურენცია, რაც ყოველთვის კარგია ფასების დინამიკისთვის. თუმცა რა თქმა უნდა გარე ბაზრებზე მთელ რიგ პროდუქციაზე ფასების ზრდა ხდება - ნავთობპროდუქტებზე, ხორბალზე, ზოგჯერ ზეთზე.  პოლიტიკა, რომელიცმიმართულია დივერსიფიკაციისკენ და ადგილზე საწარმოო სიმძლავრეების გაჩენისკენ, ყოველთვის არის ამ სირთულეების დამაბალანსებელი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.