ეკონომიკა
20/07/2021

ნათია თურნავა: 61 მოიჯარე ფერმერი 240 ჰა მიწას საკუთრებაში მიიღებს

61 მოიჯარე, ძირითადად მცირე და საშუალო ზომის ფერმერი, დაახლოებით 240 ჰა მიწას საკუთრებაში მიიღებს. საუბარია მიწებზე, რომელიც შედარებით მცირე ნაკვეთებად იყო დაყოფილი. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

“გასულ წელს ჩვენ დავამტკიცეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე მეტ ხელმისაწვდომობას. ფერმერებს, ვინც გრძელვადიანი იჯარით ფლობდა სასოფლო-სამეურნეო მიწას, მიეცათ საშუალება, რომ გამოისყიდონ ეს მიწა. ეტაპობრივად გამოგვაქვს ეს გადაწყვეტილებები. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 61 მოიჯარესთვის მიწების გამოსყიდვის თაობაზე. 

61 მოიჯარე, მცირე და საშუალო ზომის ფერმერი, საკუთრებაში მიიღებს დაახლოებით 240 ჰა მიწას, რომელიც შედარებით მცირე ნაკვეთებად იყო დაყოფილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი შეძლებენ ამ საკუთრებით ისარგებლონ, მიღონ საბანკო დაფინანსება, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი მხარდაჭერის პროგრამებში და გამოიყენონ ეს უფრო საინვესტიციო რესურსად, შეძლონ გადამუშავება. ეს პროგრამა გაგრძელდება შემდეგშიც და ჩვენ ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა უფრო ეფექტურად იყოს დამუშავებული და კერძო საკუთრება განმტკიცდეს“,- განაცხადა ნათია თურნავამ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022