ნათია თურნავა: 1 ლარიანი სუბსიდია ბიუჯეტს ხუთმაგად უბრუნდება
რამდენად გამართლებულია სუბსიდია - ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, სუბსიდიაში სახელმწიფოს მიერ ჩადებული 1 ლარი, გადასახადების სახით, 5-ჯერ მეტი ბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტში.
"საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის მიხედვით, რომელიც 2020 წელს, განსაკუთრებით პანდემიის დროს ამოქმედდა მთელი დატვირთვით, ბევრი ბიზნესი გადაარჩინა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბანკის წინაშე თანაუზრუნველყოფაში ვუდგებით ბიზნესს. თუ შევხედავთ ეფექტურობას, თითოეული ჩვენი ჩადებული 1 ლარი, რომელიც მიდის ჩვენი ბიუჯეტიდან, 5-ჯერ მეტი თანხით ბრუნდება ბიუჯეტში გადასახადის სახით. ანუ ეს არ არის სუბსიდია, თავისი შინაარსით, ეს არის ინვესტიცია, რომელსაც სახელმწიფო დებს, ამოქმედებული წარმოებებიდან 5 ჯერ მეტი უბრუნდება გადასახადების სახით. დაახლოებით 9-ჯერ მეტი კონტრიბუცია კეთდება ჩვენ ეკონომიკაში, მშპ-ში. დაახლოებით 16-ჯერ მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას იძლევა. ანუ, 1 ლარი გამოიმუშავებს 16 ლარს, საშუალოდ კერძო ინვესტიციას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.