ეკონომიკა
15/07/2021

მთავრობა პრივატიზაციიდან შემოსავლების გეგმას ზრდის

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენასთან პრივატიზაციის მაჩვენებელი მჭიდრო კავშირშია. 

მისი თქმით, პრივატიზაციიდან შემოსავლების გეგმა იზრდება. 

“ნაერთ ბიუჯეტში 250 მლნ ლარის პრივატიზაცია გვქონდა დაგეგმილი. მეორე კვარტლის დინამიკამ, პრივატიზაციის მაჩვენებლის, აჩვენა რომ ხდება ეკონომიკის აღდგენა, შესაბამისად ამ ტენდენციის და პოტენციურად იმ საპრივატიზაციო ობიექტების გათვალისწინებით, რაც შეიძლება უმოკლეს დროში მომზადდეს და გავიდეს საპრივატიზაციოდ, ჩვენ ვზრდით პრივატიზაციის გეგმას, ჯამში ნაერთი ბიუჯეტისთვის ეს იქნება 480 მლნ ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 350 მლნ ლარი. ანუ, სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციის მაჩვენებელი გაორმაგებულზე მეტია. 

რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პარამეტრის მიღწევა. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ კერძო სექტორი აღდგენის მოლოდინშია, ემზადება ინვესტიციების განსახორციელებლად, ვინაიდან ტყუილად არც აქტივს, არც მიწას და არც სხვა ქონებას არავინ ყიდულობს. ყველა ყიდულობს იმიტომ, რომ იქ მომავალში ინვესტიციები განახორციელოს.

წლევანდელი პრივატიზაცია ერთის მხრივ გარკვეული ხარჯების დაფინანსების წყაროა, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია მისი პოტენციალი ეკონომიკაში, რა წვლილის შეტანა შეუძლია თუნდაც უკვე მომდევნო წელს“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებების პროექტს განიხილავენ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023