ეკონომიკა
20/07/2021

მთავრობა გაზის მსხვილი სახელმწიფო საწარმოების რეფორმას გეგმავს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე დასავლელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს.

მინისტრი ვარაუდობს, რომ რეფორმა შეეხება გაზის სფეროდან მსხვილ სახელმწიფო საწარმოებს.  

“ჩვენ გვაქვს უკვე პირველი წარმატებული მაგალითი, ეს არის სახელმწიფო ელექტრო სისტემა, რომლის რეფორმირება 2018 წლიდან დავიწყეთ და შედეგად ეს საწარმო გამოვიდა გაკონტრების რეჟიმიდან. ახლა ჩვეულებრივ ფინანსურად მდგრად რეჟიმში ფუნქციონირებს. ხდება ამ საწარმოს კორპორატიზაცია, რაც თავის შედეგს გამოიღებს. ვფიქრობთ, უკვე წელს შესაძლებელი იქნება, პირველი ბონდებიც გამოუშვას.

შემდეგი საწარმოები შეირჩევა. ვფიქრობ, ეს იქნება გაზის სფეროდან მსხვილი სახელმწიფო საწარმოები, რომელსაც კორპორატიზაცია შეეხება, ეს პროცესი გეგმაზომიერად გაგრძელდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022