ფოტო: ირაკლი ხიდეშელი
ეკონომიკა
04/07/2022

მთავრობა განახლებული ბიუჯეტის პროექტს სექტემბერში წარადგენს - გადაიხედება პროგნოზები

მთავრობა 2022 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტის წარდგენას პარლამენტში სექტემბერში გეგმავს. 

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაგეგმილზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის წლიური პროგნოზი, შესაძლოა, პოზიტიური მიმართულებით გადაიხედოს. 

"გასულ კვირას გამოქვეყნდა ეკონომიკური მაჩვენებლები. მაისში დაფიქსირდა 11.6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 5 თვის ეკონომიკური ზრდა 11.2%-ია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი  მაჩვენებელია, იმ პოზიტიურ მოლოდინებთან შედარებით, რომელიც ჩვენ გვქონდა გაცხადებული. 

საქართველოს მთავრობას 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენის დროს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა ნავარაუდევი. ეს იყო იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ იყო ის გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ჩვენს რეგიონში, კერძოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად. ბუნებრივია ამან გარკვეულწილად ჩვენი გეგმები შეცვალა, თუმცა, პირველი 5 თვის მონაცემებით ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ეს ჩვენ ნავარაუდევი გვქონდა გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის დასაწყისში. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ მოგვიანებით შესაძლებელია გადავხედოთ ჩვენს პროგნოზებს უკვე მაშინ, როდესაც გვექნება ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი, სავარაუდოდ ეს იქნება სექტემბერი. 

ბუნებრივია, მანამდე ვაკვირდებით ეკონომიკის განვითარების ტემპს სექტორულად, სხვადასხვა მიმართულებით, ვეცნობით ასევე სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებულ ანალიზებსაც. იქიდან გამომდინარე, რომ მოლოდინები არის გაცილებით მაღალი, ვიდრე 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით აგვისტოს ბოლოს ჩვენ გვექნება უკვე შესაბამისი პროგნოზები მიმდინარე წელთან მიმართებაში", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022