მინისტრი: ვმუშაობთ, რომ საერთაშორისო კომპანიებმა ოპერირება საქართველოში განაგრძონ
მთავრობა ქართულ ბაზარზე იმ საერთაშორისო კომპანიების მოზიდვას ცდილობს, რომლებიც ომის დაწყებამდე რუსეთის, ან უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირებდნენ.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა ეს მუშაობა მომსახურების სფეროზე აისახოს.
"ეს არის სიტუაცია, რომელიც ძალიან დინამიურია. გვექნება რეაქციები კონკრეტულ გამოწვევებზე. ვმუშაობთ საგანგებო რეჟიმში. კონკრეტულად რამდენიმე მიმართულებით. მაგალითად, ვმუშაობთ ბევრ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც ოპერირებდა უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიაზე, რომ თავიანთი ოპერაციები აქ გადმოიტანონ. სხვადასხვა უწყების თანამშრომლები გაერთიანებულები არიან ამისთვის. ორგანიზებულად ვაკეთებთ იმას და ალბათ, უკეთესადაც გავაკეთებთ, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომ ამ საერთაშორისო კომპანიებმა საქართველო, როგორც ჰაბი, განიხილონ თავიანთი ოპერირებისთვის. მოკლევადიან პერიოდში ეს შეიძლება შეეხოს მომსახურების სფეროს, ხოლო გრძელვადიან პერიოდში საწარმოებსაც",- განაცხადა დავითაშვილმა.