ეკონომიკა
06/12/2021
მინისტრი: ვალის მოცულობა მცირდება და ეს ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი მესიჯია
2020 წელს სახელმწიფო ვალის მოცულობამ 60%-ს გადააჭარბა. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში კი, მისი მოცულობა 51,1%-ით განისაზღვრება.
"ვალთან მიმართებაში მკვეთრი ცვლილება გვაქვს. 2020 წელს ვალის მოცულობამ 60%-ს გადააჭარბა მშპ-სთან მიმართებაში, თუმცა წარდგენილ ბიუჯეტში ახლა გვაქვს 51.1%, რაც არის 9 პროცენტული პუნქტით შემცირება ვალის მოცულობის. ასეთი შემცირება პანდემიის მეორე წლისთვის არის მკაფიო მესიჯი ინვესტორებისთვის, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილურობას ქვეყანა ანიჭებს ძალიან დიდ მნიშვნელობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.