ეკონომიკა
16/05/2022

მინისტრი: საქართველოში საწვავის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთაშორისო ფასებისგან

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში საწვავზე არსებული ფასები საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ფასებთან თანხვედრაში არაა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს მიგნებები კონკურენციის სააგენტომ ბაზრის მოკვლევის შემდეგ გამოავლინა. მინისტრი ამბობს, რომ ბაზრის მოთამაშეებთან შეხვედრები მიმდინარე კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც სავარაუდოდ, საწვავი გაიაფდება. 

"კონკურენციის სააგენტომ ბაზარი შეისწავლა და საინტერესო მიგნებები აქვს. დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომელიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე ღიად საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ვითარებასთან. საქართველოში არსებული ზრდის ეფექტი არ იყო თანხვედრაში საერთაშორისო ბაზართან. რამდენიმე კვირიანი წანაცვლებით არ აისახა ტაბლოებზე საწვავის საცალო ფასები. ვფიქრობთ, მეტი კომუნიკაციაა საჭირო საწვავის, როგორც საცალო გამყიდველებთან, ასევე იმპორტიორებთან. პრემიერის დავალებით ჩვენ გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან დიალოგი. ის მიგნებები ან უნდა დადასტურდეს კომპანიების მხრიდან და მოხდეს ფასების კორექტირება, ან ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელიც არ მგონია არსებობდეს. ველოდებით, რომ ფასები კიდევ უნდა შემცირდეს. რამდენიმე შეხვედრა გვექნება კვირის განმავლობაში",- განაცხადა დავითაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საწვავზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს ბაზრის შესწავლა და შუალედური ანგარიშის წარდგენა დაავალა. როგორც მოგვიანებით კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლილექვინაძემ განაცხადა, 2022 წლის 4 თვის მონაცემები სიღრმისეულად შეფასდება და გამოჩნდება, თუ რის ხარჯზე ინარჩუნებენ კომპანიები ბაზარზე არსებულ ფასებს. დეტალები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც 14 მაისს გაიმართა. პრემიერს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ბაზრის შესწავლის ანგარიში და სააგენტოს რეკომენდაციები წარუდგინა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022