ეკონომიკა
28/03/2022

მინისტრი: გაზის ფასზე უკეთესი პირობები გვაქვს, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქვეყანას

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ბუნებრივ აირზე არსებული ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.

ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ გაზის ტარიფი უფრო დაბალი და კონკურენტუნარიანი იყოს კერძო სექტორისთვისაც. 

"საქართველოს გაზის ფასზე უკეთესი პირობები აქვს, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქვეყანას. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გრძელვადიანი კონტრაქტებიც კი 500-600 დოლარის ფარგლებშია გაფორმებული. ზოგ შემთხვევაში ეს $1000-ს ცდება. მოსახლეობისთვის სოციალური გაზის ფასი უფრო იაფია, ვიდრე კერძო სექტორში. ესეც განსხვავებული რეალობაა. ევროპის ბევრ ქვეყანაში პირიქით არის, კომერციული სექტორი უფრო იაფად იღებს მას, ვიდრე მოსახლეობა. ჩვენ გვესმის საქართველოში არსებული სოციალური ფონი. გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი მოცემულობა. მთავრობა ამ მიმართულებით სხვადასხვა რესურსებს ანაწილებს. გარდა იმ პირდაპირი სუბსიდირებისა, რასაც ვაკეთებდით კომუნალურების შემცირების თვალსაზრისით, ირიბად, სახელმწიფო კომპანია კონკრეტულად სოციალური თვალსაზრისით გაზით მომარაგებას შეღავათს აძლევს. ეს მოსახლეობისთვის უნდა იყოს ცნობილი. ვცდილობთ, რომ გაზი კერძო სექტორისთვისაც კონკურენტუნარიან ფასად მოგვეწოდოს",- განაცხადა მინისტრმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022