მიხეილ ჭელიძე: პოლიტიკური კრიზისები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ანადგურებს
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია იმედოვნებს, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური გარემო მალე დალაგდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ გაერთიანების პრეზიდენტი, მიხეილ ჭელიძე აცხადებს, ამაზე თითოეულმა მოქალაქემ უნდა იზრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დადგება.
„პოლიტიკური კრიზისები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ანადგურებს. მით უმეტეს, კავკასიის რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას. ამ ვითარებაში, წესიერ უცხოურ ინვესტიციებზე, ფაქტობრივად, ფიქრსაც კი უნდა დავანებოთ თავი, მაგრამ ქვეყნის შიგნითაც პოლიტიკური კრიზისები ძალიან დამანგრეველია. ყველა მოქალაქე უნდა შეეცადოს, რომ ჰარმონიულად გავიაროთ ეს პერიოდი. დიდი მტერი გვყავს, კორონა ვირუსის სახით, რომლისგანაც ისედაც მძიმე შედეგებს ვიმკით“,- აღნიშნა ჭელიძემ.