მარტში ინფლაციამ 11.8% შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში საშუალო წლიურიინფლაცია 11.8% იყო.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.0% განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა რამდენიმე სექტორმა იქონია.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.9%-ით, რაც 1.03%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (11.9%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.3%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.3%).
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.0%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.68%-ით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.6%), ხილი და ყურძენი (5.0%), ყავა, ჩაი და კაკაო (4.3%), ზეთი და ცხიმი (3.4%), პური და პურპროდუქტები (3.1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7%), რძე, ყველი და კვერცხი (1.4%). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.0%).