ეკონომიკა
22/03/2023

"მარკეტებში ფასების შემცირების ტენდენცია პირველადი მოხმარების პროდუქტებზე უკვე შეინიშნება"

რიგ მარკეტებში ფასების შემცირების ტენდენცია პირველადი მოხმარების პროდუქტებზე უკვე შეინიშნება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ყველა მარკეტს თავისი ინდივიდუალური პირობები აქვს, სააქციო შეთავაზებები და ფასდაკლებები.

„ბუნებრივია, რითეილ სექტორის უპირველესი მიზანი და ამოცანაა, რომ კონკურენტული ფასი შესთავაზოს მომხმარებელს, რომ ის დარჩეს მომგებიან პოზიციაში. მოკლედ, ძალიან მონდომებულები ვართ, რომ დავარეგულიროთ აღნიშნული საკითხი. თუმცა, საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი, რადგან დიდი საოპერაციო ხარჯები აქვს რითეილ სექტორს“, - განმარტა სოფიო ქაშაკაშვილმა.

„ბიზნესპარტნიორთან“ რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა იმ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელსაც პრემიერის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო სურსათის ფასებთან დაკავშირებით მოამზადებს.

„ამ საკითხზეც მიმდინარეობას სამუშაო პროცესი, კონსულტაციებს გავდივართ, ჩართულები ვართ როგორც რითეილი, ისე იმპორტიორები.  გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა, გარკვეული საკითხები განვიხილეთ, თუმცა პროექტის სამუშაო ვერსია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. თუმცა, არის მზაობა ყველას მხრიდან, რომ დოკუმენტზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდეს“, - აღნიშნა სოფიო ქაშაკაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილა მიმდინარე წლის თებერვალში დაანონსა, რომ ეკონომიკის სამინისტრო სურსათის ფასებთან დაკავშირებით მოამზადებს კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს და რეგულაციები საქართველოშიც დაწესდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ფასები შემცირდეს და ძირითადი პროდუქტები არ იყიდებოდეს მაღალი მარჟებით, რადგან ეს ხალხზე აისახება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022