ეკონომიკა
01/10/2020

მარეგულირებელმა “კავკასუსში” სპეციალური მმართველის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო

კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება კომისიის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. კომისია უკვე მეათე თვეა ამაოდ ცდილობს კომპანია წილების გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს. წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ახალი ვადა კი 20 სექტემბრით განისაზღვრა.

კომისია აცხადებს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში,მარეგულირებელი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებსაც განიხილავს. მთლიანობაში მარეგულირებელმა კომპანიის წინააღმდეგ 2019 წლის 17 ოქტომბრიდან დღემდე სანქცია  6-ჯერ აამოქმედა. მთლიანობაში კომპანია 930 000 ლარით არის დაჯარიმებული. საქმე „კავკასუს ონლაინის“ 49%-იანი წილი კომისიისგან ფარულად გასხვისებას ეხება.

მარეგულირებლისგან ფარულად კავკასუსის 100%-იანი წილის მფლობელმა ხვიჩა მაქაცარიამ წილი (49%) აზერბაიჯანელ ბიზნესმენს ნასიბ ჰასანოვს მიჰყიდა. ცნობილია, რომ "კავკასუს ონლაინი" ფლობს ინტერნეტის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს და საბითუმო ინტერნეტს აწვდის საქართველოს და რეგიონის ქვეყნებს. წილის გახსვისებას ექსპერტთა ნაწილი, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

Businesspartner