ეკონომიკა
03/12/2020
ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით კინოთეატრებიც ისარგებლებენ
სარესტორნო ინდუსტრიისა და ივენთ კომპანიების გარდა სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით კინოთეატრებიც ისარგებლებენ.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს მიიღო.
"სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში შემოგვყავს კინოთეატრები. ის კიდევ ერთი დაზარალებული ინდუსტრიაა, რომელსაც გვერდში დავუდგებით და დავეხმარებით",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.