ეკონომიკა
27/06/2022

ლევან დავითაშვილი: ზაფხულში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით 2019 წლის მაჩვენებელს უნდა გადავაჭარბოთ

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის დინამიკა ნარჩუნდება. 

"ეკონომიკურ ზრდაზე წინასწარი მონაცემები გვაქვს. დღეს ეკონომიკურ ზრდაზე ჩვენი ანალიზით ვსაუბრობთ. თუმცა, წინასწარი შეფასებით, მაისი იყო საკმაოდ დადებითი. დადებითი დინამიკა, რომელიც გვქონდა წლის დასაწყისიდან, გაგრძელდა მაისის თვეშიც და ჩვენ მაისის ჩათვლით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ",- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მისი თქმით, ამის შედეგია ექსპორტის ზრდა, ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. 

მინისტრის განცხადებით, მაისში ტურიზმის აღდგენამ 96%-ს მიაღწია. 

ლევან დავითაშვილს მოლოდინი აქვს, რომ ივნისი, ივლისი, აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს გადააჭარბებს. 

"შესაბამისად, ეს იქნება მყარი საფუძველი, რომ ძლიერი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

მისი განცხადებით, მთავარია მაღალი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 1 წლის განმავლობაში არ იყოს და მომდევნო წლებშიც შენარჩუნდეს. 

"წინა პერიოდებში გვქონდა ხოლმე 1 წლიანი შედეგი. მნიშვნელოვანია, სტაბილურად, რამდენიმე წლის განმავლობაში უზრუნველვყოთ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა, რადგან ეს უკვე რეალურ სიკეთეში გადაითარგმნოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახოს. რადგან, როდესაც ვსაუბრობთ რიცხვებზე, ჩვენ გვესმის ადამიანების განწყობები, რომ კონკრეტულად მათ ცხოვრებაზე როგორ აისახება. ჩვენ ეს გვინდა ზუსტად. ამიტომ, სტაბილური ეკონომიკური განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ქვეყნის წარმატებაზე ვისაუბროთ ყველა სხვა მიმართულებითაც - ეს ეხება როგორც სოციალურ მიმართულებას, პოლიტიკურს და ა.შ", - აცხადებს ლევან დავითაშვილი. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022