 
                                                                        
                                    
                                    
                                    
                                ეკონომიკა
                                05/07/2022
                                
                            ლევან დავითაშვილი: წყალტუბოში უძრავი ქონების ფასი 10-ჯერ გაიზრდება
ეკონომიკის მინისტრის მოლოდინია, რომ წყალტუბოში კერძო სექტორი აქტიური იქნება და დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ლევან დავითაშვილის თქმით, რამდენიმე წლის პერსპექტივაში გაჩნდება 3 200 სამუშაო ადგილი, როგორც მშენებლობა-რეაბილიტაციის, ისე ფუნქციონირების პროცესში.
მისი განცხადებით, წყალტუბოში უძრავი ქონების ფასი 10-ჯერ გაიზრდება და კურორტი მიმზიდველი საინვესტიციო ადგილი გახდება.
"საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ 6000-ზე მეტ საწოლფონდს. ეს იქნება იმაზე მეტი, რაც იყო ხელმისაწვდომი წყალტუბოს პიკში ყოფნისას. თუ ადრე ჩვენ ვმასპინძლობდით 300 000 ვიზიტორს, ჩვენ შეგვიძლია თანამედროვე კურორტის განვითარების შემთხვევაში, 350 000-ზე მეტი ვიზიტორი გვყავდეს წყალტუბოში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 
                         
                            