ლევან დავითაშვილი: ომის მიუხედავად, ეკონომიკის დადებითი ტენდენციების შენარჩუნება შევძელით
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ომის ფონზე, მთავრობამ და ეკონომიკურმა გუნდმა შეძლო ეკონომიკური მაჩვენებლების დადებითი დენდენციის შენარჩუნება.
"შევაფასეთ თუ რა გავლენა ექნებოდა რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ეკონომიკაზე და გვქონდა რამდენიმე დაშვება, რომელიც ეხებოდა ექსპორტის შემოსავლების, გზავნილების, ტურიზმის, სავალუტო შემოდინებების შემცირებას. ჩვენ გვესმის, რომ ორი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო იმდენად მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორები არიან, რომ აღნიშნული მიმართულებებით, მათ შორის უცხოური ინვესტიციებით, ჩვენი ეკონომიკის თითქმის 10%-იან წილს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, გადავხედეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და ვთვლით, რომ ეკონომიკური ზრდა დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად შეიძლება ყოფილიყო 3-3.5%.
ამ მონაცემებს ასევე ეთანხმებოდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც და საფინანსო ინსტიტუტები იზიარებდნენ ჩვენს შეფასებებს, თუმცა ეს არ გვაკმაყოფლიებს, ამიტომ მთავრობა და ეკონომიკური გუნდი მობილიზებული ვიყავით პოტენციური დანაკარგის კომპენსირებაზე. შესაბამისად, მთავრობის ამ პოზიციიდან გამომდინარე შევძელით ეკონომიკის დადებითი ტენდენციების შენარჩუნება. ჩვენი მოლოდინია, რომ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა მინიმუმ უნდა იყოს მიღწეული."- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.