ეკონომიკა
13/06/2022

ლევან დავითაშვილი: მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შემცირდა, საქართველოსი გაიზარდა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დამაიმედებელი ეკონომიკური ტენდენციებია, რაც იმის საფუძველს ქმნის, რომ 2022 წელს მინიმუმ დაგეგმილი, 6%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება. 

"თუმცა, რამდენიმე ანალიტიკურმა ორგანიზაციამ დღეს განაახლა მონაცემები და კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდაა პროგნოზირებული, ვიდრე ეს ოფიციალურად იყო დაგეგმილი.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკმა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, საქართველოსთვის გაზარდა. ყველა წინა პირობაა, რომ ჩვენ გვქონდეს დაგეგმილზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

Businesspartner