ეკონომიკა
31/01/2022

ლევან დავითაშვილი: ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის პროგნოზი უფრო გამართლდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების. 

მისი თქმით, ქვეყანაში 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

მინისტრი აქვე დასძენს, რომ საქართველოს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაში ერთ-ერთი მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. 

"ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით არის 10.6%. ჩვენ შევძელით ეკონომიკის აღდგენა რეალურად მოგვეხდინა. ის დანაკარგი, რომელიც 2020 წელს მივიღეთ, ეკონომიკის შემცირებით, ფაქტობრივად სრულადაა აღდგენილი. ჩვენი პროგნოზი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა 2021 წელს, სრულად გამართლდა. ჩვენი პროგნოზი ბევრად ზუსტი იყო, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, რომლებიც უფრო კონსერვატორულ მაჩვენებლებს ვარაუდობდნენ. ჩვენ გვქონდა, არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპაში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონოიმიკური ზრდა და შესაბამისად ეკონომიკის აღდგენა 2021 წელს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

Businesspartner