ეკონომიკა
30/03/2021

ლაშა პაპაშვილი: უნდა გაიყიდოს ყველა ქონება, რაც სტრატეგიული მნიშვნელობის არ არის

ყველა ამგვარი პროექტის მიმართ ინტერესი არსებობს. ეს წლების წინ გასაკეთებელი საქმე იყო და კარგია, რომ დაიძრა, - ასე გამოეხმაურა "რედიქს ჯგუფის" დამფუძნებელი ბიზნესისთვის საინვესტიციო პროექტების შეთავაზებას.

ლაშა პაპაშვილის განმარტებით, უნდა გაიყიდოს ყველა ის ქონება, რაც სტრატეგიული მნიშვნელობის არაა.

მისივე თქმით, უნდა შეფასდეს რამდენად სამართლიანი ფასით გამოდის საინვესტიციო პროექტები ბაზარზე.

"უნდა განისაზღვროს ბიზნესისთვის რამდენად აწევადია. მთავრობა ამ კუთხით ძალიან მოქნილი უნდა იყოს," - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გაფართოებული პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ პრეზენტაციას წარადგინა.

უკვე ცნობილია, რომ პროგრამის ფარგლებში აუქციონზე სახელმწიფო 50-მდე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი გაიყიდება.

აუქციონზე კვლავინდებურად გამოვა წყნეთის ე.წ. სამთავრობო აგარაკები.

ამავდროულად აუქციონზე გაიყიდება 10 სახელმწიფო საწარმო, რომელთა ჯამური ღირებულება 7.470 მლნ ლარს აღემატება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022