ეკონომიკა
08/11/2021

ლაშა ხუციშვილი: წელს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ეს მაჩვენებელი კიდევ დაზუსტდება

პარლამენტში შესული 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიით, საქართველოში 2021 წელს 9.5%-ის ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეს მაჩვენებელი, ოქტომბრის ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოში პროექტის საბოლოო წარდგენამდე კიდევ ერთხელ დაზუსტდება. 

"გაზრდილია ნომინალური მშპ -ს მოცულობა 58.4 -დან 58.5 მლრდ ლარამდე. უცვლელი დარჩა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომელიც იქნება 6%. ხოლო საშუალოდ ზრდა 2022-2025 წლების პერიოდში გათვალისწინებულია 5.5%. 

მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლისთვის მშპ-ს მოცულობა საქართველოში შეადგენს 65 მლრდ ლარს. 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადაანგარიშდება 5 500 დოლარის ოდენობით", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.