ლაშა ხუციშვილი: პანდემია დასრულებული არ არის, თუმცა ეკონომიკური აღდგენა სწრაფად მიმდინარეობს
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია დასრულებული არ არის, ეკონომიკური აღდგენა მაინც სწრაფად მიმდინარეობს.
"ყოველ წარდგენაზე საბიუჯეტო დეფიციტს ამცირებს მთავრობა, ეს სწორედ ის მესიჯია, რომელიც უნდა მივიდეს ინვესტორებამდე, რომ საბიუჯეტო დეფიციტი მაქსიმალურად მცირდება, მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს ქვეყანა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, მთავარი მესიჯია იმ მიმართულებით, რომ წარმმართველი როლი ეკონომიკაში სწორედ უნდა ჰქონდეს კერძო სექტორს. ბუნებრივია გამოწვევები არის და ამ გამოწვევების გარეშე არცერთი ქვეყანა არ არის პანდემიის გათვალისწინებით. ჩვენ ვხედავთ სწრაფად ცვლილებად გარემოს პანდემიასთან მიმართბაში, ახალ შტამებს. ამ მიმართულებით ჩვენ პროგნოზირებადობა შემცირებული გვაქვს, თუმცა თუ გადავხედავთ მიმდინარე საქმიანობას და სამომავლო პროგნოზებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვან წილად აღდგენის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიური მდგომარეობა დასრულებული არ არის. იმის პერსპექტივაც, რომ აუცილებლად მომდევნო წელს დასრულდება, ალბათ ნაკლებად არის",- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.