ეკონომიკა
31/05/2021

ლაშა ხუციშვილი: ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად არის დაცილებული

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინფლაცია მნიშვნელოვნად არის დაცილებული მიზნობრივ მაჩვენებელს.

თუმცა, მისი თქმით, ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიმართულია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად განსაზღვრულ, მიზნობრივ ნიშნულს დაუბრუნდეს.

“ეროვნულმა ბანკმა ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ ინფლაცია ნელ-ნელა დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს.

რეფინანსირების განაკვეთი საკმაოდ მაღალია, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში შეცვალა. ეს და მათ შორის სხვა გადაწყვეტილებები, რომელსაც ეროვნული ბანკი იღებს, მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ ნიშნულს“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა. 

ეროვნული ბანკი 2021 წელს ინფლაციის საშუალოდ 6.5%-ის ფარგლებში ელის, მის მიზნობრივ მაჩვენებლამდე ჩამოსვლას კი საბაზისო სცენარით ამის შემდეგ ვარაუდობს.

ეროვნულმა ბანკმა აპრილის ინფლაციის გამოქვეყნებისას ახსნა, რომ ინფლაციის მაჩვენებლის გაზრდა მარტიდან კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდიის შემცირებამ გამოიწვია. მარეგულირებლის პროგნოზით, მომდევნო სამ თვეში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდება. რაც შეეხება ინფლაციაზე ნეგატიურად მოქმედ ფაქტორებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მათ შორის, კორონავირუსის გამო შექმნილ არაორდინალურ ვითარებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023