ეკონომიკა
05/11/2020

"ლარის გაუფასურების ფუნდამენტური მიზეზი არ არსებობს, მასზე პოლიტიკური რადიკალიზმი მოქმედებს"

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ლარის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

"ტერმინი - აკონტროლოს ლარის კურსი ვინმემ, არის არასწორი. ლარის კურსის თანაფარდობას ბაზარი ადგენს. მთავრობა აკონტროლებს იმ ეკონომიკურ პროცესებს, რასაც გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე. ეს არის დაახლოებით 25%, ეს არის მთავრობის პირდაპირი გავლენა ეკონომიკაზე.
ფუნდამენტური მიზეზები, რომ ლარის ასეთი მერყეობა გვქონდეს დღეების განმავლობაში, არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. არაფერი ხდება ბაზარზე ისეთი, რასაც ეს უნდა გამოეწვია. ასე რომ ეს არის რეაქცია იმ რადიკალიზმზე, რაც დღეს პოლიტიკური ნიშნით ქვეყანაში სუფევს",- განაცხადა მაჭავარიანმა.